Friday, August 20, 2010
ახალგაზრდობის ამბოხი
ახალგაზრდობის ამბოხი
შეაჩერეთ წვიმა,
მზე გააჩუმეთ,
ჩვენ , ძაღლების დამწიხლავი, ჩამძაღლებელი,
უმოწყალო ადამიანებს შორის დავიბადეთ…
თავს გაუფრთხილდით,
მამა შაჰად ,
შვილი კი მონად არ აქციოთ…
მიწაზე იცხოვრეთ, მაგრამ
ნურასდროს, ნუ გაუსინჯავთ იმ მიწას გემოს…
დავიზეპიროთ, წესად ვაქციოთ :
არ ოდეს პატარა და არც სულ დიდი …
ადამიანის ხელა ვიყვეთ,
ადამის ხელა…
ბოლოს ყველაფერი უფერულდება....
ბოლოს ყველაფერი უფერულდება, ყველაფერი კარგავს აზრს.. ბევრჯერ არ გვიმართლებს მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებთ.. ადამიანები გვღალატობენ, მაგრამ მაინც ერთად ვართ.. ჩვენ ზოგჯერ ისეთი ადამიანი გვიყვარდება რომლებსაც არასდროს შევუყვარდებით თან არცთუ ისე ხშირად გვიმართლებს და ცხოვრება გვბეზრდება.. ხშირად ვტირით რათა ჩვენი წყენა ცრემლს გამოვაყოლოთ.. როდესაც საყვარელი ადამიანი გვიღალატებს, გვაწყენინებს, გვატირებს ჩვენ უბედური გვგონია საკუთარი თავი მაგრამ ყოველთვის გვაქ პატარა ნათელი წერტილი რომელიც გვაძლევს ბედნიერი მომავლის იმედს.. რამდენი არის უბედური რამდენს არ აქვს მომავლის იმედი, რამდენი ცხვორობს გარეთ და უბრალო საკვებზე და დასალევზე ოცნებობს, რამდენია ასეთი ღარიბი რამდენი... ეს ცხოვრება უსამართლოა მაგრამ უნდა შევეგუოთ ამას მხოლოდ შევეგუოთ და ვიცხოვროთ მომავლის იმედით...
Friday, August 13, 2010
Wednesday, August 11, 2010
ჰაიკუები
ჰაიკუები
(1716-1783)
(ორიგინალის ენა–იაპონური)
*
ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!
*
ცივი ქარია.
მწუხრის ზარი
ცაზე მიცურავს.
*
დასავლეთიდან მონაქროლ ქარს
აღმოსავლეთით
მიაქვს გამხმარი ფოთლების გროვა.
*
შემოვიქნიე ნაჯახი და იქვე გავშეშდი:
დამათრობელი არომატი
გავრცელდა ტყეში.
*ღამის სიგრილე.
ფეხქვეშ მეგება თავთხელ წყალში
ჩემივე ჩრდილი.
*
სევდის სუნი აქვს
აყვავილებულ ქლიავის ტოტს
ჩამომჭკნარ ხელში.
*
შენ შეუმჩნევლად
ქრიზანთემის
მონად იქეცი.
ყვავილების მოყვარულს
*
გაშლილი ზღვიდან
სხივებს აფრქვევს მზე გაზაფხულის,
მთებზე კი... მთებზე ალუბლები აყვავებულან.
*
ყვავილობს შალგი.
დასავლეთით მზე იმალება,
აღმოსავლეთით ამოდის მთვარე.
*
ბოლოსკენ მიდის გაზაფხული,
გვიან ალუბლებს
თითქოს ჯერაც ვერ გაუბედავთ აყვავილება.
*
ბატონის მახვილს გამოექცნენ.
როგორ ახარებს ახალგაზრდა წყვილს
ზამთრის ტანსაცმლის მოშორება, მსუბუქით შეცვლა.
*
მაისის თქეში.
ორად-ორი პატარა სახლი
ნაპირმორღვეულ მდინარესთან დარჩა პირისპირ.
*
ფრთების ფათქუნით
სრა-სასახლეს
ტოვებს მერცხალი.
*
ბატების გუნდი მიფრინავს და
ბრინჯის ყანებში ბინდმა მოიცვა
მთვარის დისკო, დაპატარავდა.
*
თავსხმა წვიმაა გაზაფხულის.
თვით უსახელო, შეუმჩნეველი ნაკადული
გახდა საშიში.
*
წავიდნენ დღენი,
გაზაფხულის წავიდნენ დღენი,
როცა გვესმოდა შორეული ბულბულთ გალობა.
*
თბილი წვიმაა გაზაფხულის.
ძლივს, ძლივს დასველდნენ
ციცქნა მეჩეჩზე ნიჟარები გამორიყული.
*
ნელა მიდიან გაზაფხულის
გრძელი დღეები,
ხოლო მე ისევ ვცხოვრობ წარსულში.
*
ერთიმეორის მიყოლებით
ცვივა ფურცლები _
ქრიზანთემამ დაიყვავილა.
*
ბურუსში მოჩანს ბალახი და
მშვიდია წყალი.
მოსაღამოვდა.
*
დღე მიზოზინებს.
ხიდზე ჯდება
ჭრელი ხოხობი.
*
მთვარის მკრთალ შუქზე
სადღაც შორიდან
გლიცინიების მოდის სურნელი.
*
უცნობმა მწერმა
თითქოს თეთრად გადაიფრინა _
ააციმციმა, შეარხია ჰაერის ტალღა.
*
მხოლოდ მწვერვალი ფუძის მთისა
გადარჩენიათ
გაფოთლილ ხეებს დაუმარხავი.
*
ტყე გაიფოთლა.
ყოველი მხრიდან
ჩანჩქერების ისმის ხმაური.
*
სამწუხაროა,
რომ ამ ტაძარს გვერდი ვუქციე _
იქ ხომ ყვავიან ქრიზანთემები.
*
გვერდით რახრახით რომ ჩაუვლის
მძიმე ფორანი,
შეშინებული ცახცახებენ ქრიზანთემები.
*
ბინდში ანთებულ ლამპის შუქზე
ფერი დაკარგეს
ახლახან ყვითლად მოხასხასე ქრიზანთემებმა.
*
გაზაფხულია. წვიმს.
გზად ერთმანეთს
ესაუბრება ქოლგა და მინო.
*
მაკრატელიც კი
ყოყმანობს წამით
ქრიზანთემების ბაღის წინაშე.
ბუსონი.
უსათაურო
უსათაურო
შენ ყოველ კარზე აკაკუნებ
და ზღურბლს ითხოვ ჭრილობებისთვის
შენი ენა არის ლამპა
ტანჯვის ქართა ხსოვნისგან გამოწვდილი
ზოგჯერ
შენი ხელი ეხება მხარს
ჩრდილი რომელიც არ არის შენი დადის
შენს ახლოს.
რაბაჰ ბელამრი.
Saturday, August 7, 2010
გიტარა
გიტარა
იწყება, იწყება:
გიტარა ქვითინებს.
რიჟრაჟის თასები
იმსხვრევა, იმსხვრევა...
ვის ძალუძს შეწყვიტოს
სიმების ის რხევა?!
ამაოდ დაშვრები.
გიტარა იტირებს.
მოთქმას მონოტონურს
წყლის ზარს შეადარებ.
სხვაგვარად არ ითქმის.
ან თითქოს ქვითინად
თოვლიან ველებზე
ქარი ქრის, ქარი ქრის.
შეუძლებელია მისი გაჩუმება _
მშობელი შორეთი ეაბრეშუმება:
სამხრეთი და ცხელი ქვიშა სამხრეთული,
ამაოდ გგონია, ცრემლია დაელია:
ტირის, ენატრება თეთრი კამელია,
მიზანი, რომელსაც ვერ მიწვდა ისარი,
ანდა მკვდარი ჩიტი, რტოზე გარჩენილი.
გიტარა ტირის და, არც სხვები მღერიან:
ხუთი სატევარი გულზე დაჰღერი
ფედერიკო გარსია ლორკა.
იწყება, იწყება:
გიტარა ქვითინებს.
რიჟრაჟის თასები
იმსხვრევა, იმსხვრევა...
ვის ძალუძს შეწყვიტოს
სიმების ის რხევა?!
ამაოდ დაშვრები.
გიტარა იტირებს.
მოთქმას მონოტონურს
წყლის ზარს შეადარებ.
სხვაგვარად არ ითქმის.
ან თითქოს ქვითინად
თოვლიან ველებზე
ქარი ქრის, ქარი ქრის.
შეუძლებელია მისი გაჩუმება _
მშობელი შორეთი ეაბრეშუმება:
სამხრეთი და ცხელი ქვიშა სამხრეთული,
ამაოდ გგონია, ცრემლია დაელია:
ტირის, ენატრება თეთრი კამელია,
მიზანი, რომელსაც ვერ მიწვდა ისარი,
ანდა მკვდარი ჩიტი, რტოზე გარჩენილი.
გიტარა ტირის და, არც სხვები მღერიან:
ხუთი სატევარი გულზე დაჰღერი
ფედერიკო გარსია ლორკა.
ჩიტის სურათის დასახატად
ჩიტის სურათის დასახატად
ჟაკ პრევერი
თავდაპირველად დახატეთ გალია
ღია კარებით
შემდეგ დახატეთ
რამე ლამაზი
რამე მარტივი
რამე საჭირო ჩიტისითვის
მერე წაიღეთ ტილო სადმე
ბაღში ან ტყეში
დაკიდეთ ხეზე
თავადაც იქვე დაიმალეთ
ხმისგაუღებლად . . .
ხანდახან ჩიტი მალე მოდის
მაგრამ ხანდახან მის მოფრენამდე
ბევრი წყალი ჩაივლის ხოლმე
ფარ-ხმალს ნუ დაყრით
მრავალი წელიც დაელოდეთ თუსაჭიროა
ჩიტის ადრე ან გვიან მოსვლას
არავითარი
კავშირი არ აქვს თვით ნახატთან
როცა ის მოდის
თუკი მოდის ხოლმე საერთოდ
ყური დაუგდეტ უღრმეს სიჩუმეს
ელოდეთ ჩიტი თავად მოხვდეს გალიაში და
როდესაც უკვე შიგ იქნება
ძალიან ფრთხილად მიუხურეთ კარები ფუნჯით
და სათითაოდ გადაშალეთ ყველა გისოსი
ჯერ მოითმინეთ ჩიტის ბუმბულს ნუ შეეხებით
შემდეგ დახატეთ ხის სურათი
ჩიტს აურჩიეთ ტოტთაგანი საუკეთესო
დახატეთ კიდევ სიმწვანე დაქარის სიგრილე
მზიური მტვერი და
მწერთა ხმა ზაფხულის ხვატში
ელოდეთ ჩიტმა გადაწყვიტოს იქნებ სიმღერა
თუ კი არ მღერის ეს ცუდია
ნიშანი იმის რომ ნახატი არ გამოსულა
მაგრამ თუ მღერის ეს კარგია
ნიშანი იმის რომ თქვენ ძალგიძთ ხელის მოწერა
ჰოდა თქვენც აცლით უმშვიდესად
ჩიტუნას ბუმბულს
და საკუთარ გვარს აწერთ იქვე ტილოს კუთხეში.

საუზმე
საუზმე
ფინჯანში
ყავა დაასხა
ყავიან ფინჯანში
რძე ჩაამატა
რძიან ყავაში
შაქარი ჩაყარა
პატარა კოვზით
მოურია
ყავა დალია
ფინჯანი
უსიტყვოდ
დადგა
სიგარეტს
მოუკიდა
კვამლის
რგოლები გამოუშვა
ფერფლი
საფერფლეში ჩაყარა
უხმოდ
თავაუღებლად
ადგა
ქუდი დაიხურა
საწვიმარი ჩაიცვა
ვინაიდან წვიმდა
წვიმაში გავიდა
ხმა არ გაუცია
არ შემოუხედავს
მე კი თავი
ხელებში ჩავრგე
და ავტირდი
ჟაკ პრევერი
ფინჯანში
ყავა დაასხა
ყავიან ფინჯანში
რძე ჩაამატა
რძიან ყავაში
შაქარი ჩაყარა
პატარა კოვზით
მოურია
ყავა დალია
ფინჯანი
უსიტყვოდ
დადგა
სიგარეტს
მოუკიდა
კვამლის
რგოლები გამოუშვა
ფერფლი
საფერფლეში ჩაყარა
უხმოდ
თავაუღებლად
ადგა
ქუდი დაიხურა
საწვიმარი ჩაიცვა
ვინაიდან წვიმდა
წვიმაში გავიდა
ხმა არ გაუცია
არ შემოუხედავს
მე კი თავი
ხელებში ჩავრგე
და ავტირდი
ჟაკ პრევერი
(მე გავანადგურე ...)
(მე გავანადგურე ...)
მე გავანადგურე ზაფხულის ღამეში გახვეული ჩემი ტკივილი,
მისი თითოეული ნაწილი შტურმით ურტყამს მის კოსმიურ ადგილმდებარეობას მიმდინარე დროში.
ჩემს თვალებში დამარხული, კატასტროფული ისტორიები.
დიახ, სამყარო – ოღონდ არა როგორც უბრალო დამკვირვებელი კოსმიური ომის,
მზე – ჯერ კიდევ ოთხმოცდაცამეტი მილიონი მილით დაშორებული ჩემგან.
წარმოსახვით ტყეში, ყორნის ნაშობი ბეჰემოტი სრულიად ბუნებრივად მხიარულ მარტორქად გარდაისახება.
ჯერ კიდევ გუშინდელი ჩემი მოძრაობა, ცოცხალი უბედურების მატარებელია,
რომელიც ეძებს დეკლარირებას განვლილი ტკივილის სიღრმეებში.
ბლუზი მოძრავი ექოთი მატებს მათ განჭვრეტის უნარს უცხო ფორმით შემოსილებს.
დიახ, მე ვეძებდი მთვარის ოთახებს, ზაფხულის ცივი ღამეებით.
დიახ, მე განმეორებით ვიბრძოდი ჯერ კიდევ დაუსრულებელ შეჯახებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ დაუსრულებელი რჩებოდნენ.
დიახ, მე ხშირად მსურდა რაღაც განსხვავებული და ჯერ განუხორციელებელი ჩამედინა.
პოეტის ხომალდებზე ნამღერი ღამის ტრაგედიები.
და კვლავ უკან, ჩემთან დაბრუნებული მოხეტიალე სული, მეგობრული აურით მოცულ უცნაურ ქსოვილში განისვენებს.
ბობ კაუფმანი.

Sunday, August 1, 2010
პერსი ბიში შელი
1. ინგლისი 1819 წელს
მეფე ბებერი, ჩლუნგი, შტერი, გროვა ქვიშისა,
ხოლო პრინცები ნაშიერნი ბილწი ჯიშისა,
რომ იხრჩობიან ხალხის ზიზღში. კვნესაში, გესლში,
მმართველნი – ამა ქვეყნისა რომ არარა ესმით,
წურბელებივით რომ მიჰკვრიათ ქვეყანას ეულს,
ვიდრე სისხლის ტბა არ წალეკავს მათ დონდლო სხეულს
ხალხი მშიერი, უსასოოდ დევნილი მარად,
ჯარი – დაშლილი და მიმდგარი დაღუპვის კარად,
ორპირ მახვილად რომ ქცეულა მათ ხელში განგებ,
ყალბად მოჭვილ ამ კანონებს ვინაც განაგებს.
გაყიდულია ღმერთი, რწმენა, სულს სევდა ათოვს,
ხოლო სენატი ქანდაკივით დუმს მარტიდმარტო,
დამსგავსებია სასაფლაოს, რომლის სიღრმიდან
იქნებ ოდესმე შვების ლანდმა ამოანათოს.
2.(..მიწისკენ ასე რომ მიილტვი)
მიწისკენ ასე რომ მიილტვით, რას მოიძიებთ
შიგ, აგზნებულო ფიქრებო და ბასრო აზრებო,
უქნარა ტვინმა რომ დაგბადათ, ვინც ბიწიერ
ლივრეად ტანზე მიიტმასნა მთელი სამზეო;
ო, გულო ჩემო, ჩქარო, წამით რომ არ იძინებ
და ტყუილიც რომ გყოფნის ხოლმე აქ საარსებოდ?!
და შენ, ამაოდ მცდელო სულო, ქვეყნის კიდილთგან
სულ რომ ჰკითხულობ, სიდან მოხველ და სით მიდიხარ,
შენ ერთმა უნდა უცნობადის ზღვა გადასერო!
საით მიილტვით, რა ქარაფზე დაგიკიდიათ
მწვანე ბილიკი სიცოცხლისა? ან სადაური
ხსნაა სიკვდილი შვებისა და ურვა-დარდისგან?
გულო და აზრო, ცხოვრების წილ რა საზღაური
უნდა მოგაგონ, რა სკნელები უნდა გადისხნან?
3.ოზიმანდია
შემომხვდა მგზავრი, მომავალი ძველისძველი ქვეყნით,
მითხრა, ვნახეო აღმართული ქვის ორი ფეხი,
მყარად ჩამჯდარი ცხელ ქვიშაში მთლად უტორსოდა,
იქვე ეგდოო კაცის სახეც. ღმერთმა უწყოდა,
ჰქონდაო ტუჩი
დამჭკნარი და შეკრული წარბი, იერი – ცივი.
მედიდური, განა თუ ხარბი.
ო, მოქანდაკეს ვით უგვრძნია და დაუნახავს
ვნებები, დროის ეს მანძილი რომ გადმოლახა!
ამ უდაბნოში კაცმა შექმნა ყოფის შარადა,
პიუდესტალზე ამოკვეთა სიბრძნე მარადი!
--- ოზიმინდია მეფეთ მეფე ვარ გარდასული,
ძლიერნო ამა ქვეყნისაო, შეძრულნო შურით!
წარმავალია ყოველივე ამ ქვეყნად, იმცნეთ,---
მხოლოდ უდაბნო გაჭიმულია თვალუწვდენ სივრცედ
4.მილეული მთვარე
როგორც მოსილი გამჭვირვალე ქსოვილით ქალი,
წელგატეხილი, მომაკვდავი და ფერგამკრთალი,
სარეცელს სტოვებს და ბარბაცით,წინგადმოხრილი,
მოიწევს მძიმედ სისუსტისაგან უგონოდ ქმნილი--
ისე ამოდის აღმოსავლეთ ღრუბელთა მხარეს
თეთრი და მკრთალი,ავადმყოფი,უსახო მთვარე.
5.სიყვარულის ფილოსოფია
ყველა ნაკადი მდინარეს ერთვის
და ოკეანეს ყველა მდინარე,
და აღძრავს ქარი ზეცაში,ერთი
მეორის ღელვას ნისლში მძინარეს.
ქვეყნად არავინ დარჩება კენტად,
აერთებს საგნებს კანონი ღვთისა,
რატომ არ უნდა კვლავ უფრო მეტად
გავერთიანდეთ ჩვენც მსგავსად სხვისა?
შეხედე, მთები ჰკოცნიან ზეცას
და ზღვა ზავირთებით ეკვრის ნაპირებს,
თუ ივიწყებენ ყვავილნი დებსა,
მათ მიტევებას არვინ აპირებს.
სხივების ხვევნით მზე მიწავს მოსავს,
მთვარე ზღვას ჰკოცნის ღამის ოცნებით,
მაგრამ რას ვაქნევ მე იმათ კოცნას,
თუ კი არც შენგან დავიკოცნები?

პატარა ბავშვი დღიურები :->
5 ოქტომბერიდღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა ჯერ არაფერი იციან.
მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება. ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება.
19 ოქტომბერი
ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია. ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ.
23 ოქტომბერი
მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება ~დედა~.
25 ოქტომბერი
დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო.
2 ნოემბერი
ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები. ჩემი ხელები და ფეხები უკვე ფორმას ღებულობენ.
12 ნოემბერი
მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან. შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო.
20 ნოემბერი
დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ.
ალბათ დედა ძალიან ბედნიერია.
23 ნოემბერი
ალბათ დედა და მამა უკვე ფიქრობენ, თუ რა დამარქვან.
10 დეკემბერი
მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე.
13 დეკემბერი
მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება.
24 დეკემბერი
საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს.
დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება!
28 დეკემბერი
დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა
: <

Subscribe to:
Comments (Atom)