მმ....პოეზია < 3
Friday, August 20, 2010
ახალგაზრდობის ამბოხი
ახალგაზრდობის ამბოხი
შეაჩერეთ წვიმა,
მზე გააჩუმეთ,
ჩვენ , ძაღლების დამწიხლავი, ჩამძაღლებელი,
უმოწყალო ადამიანებს შორის დავიბადეთ…
თავს გაუფრთხილდით,
მამა შაჰად ,
შვილი კი მონად არ აქციოთ…
მიწაზე იცხოვრეთ, მაგრამ
ნურასდროს, ნუ გაუსინჯავთ იმ მიწას გემოს…
დავიზეპიროთ, წესად ვაქციოთ :
არ ოდეს პატარა და არც სულ დიდი …
ადამიანის ხელა ვიყვეთ,
ადამის ხელა…
ბოლოს ყველაფერი უფერულდება....
ბოლოს ყველაფერი უფერულდება, ყველაფერი კარგავს აზრს.. ბევრჯერ არ გვიმართლებს მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებთ.. ადამიანები გვღალატობენ, მაგრამ მაინც ერთად ვართ.. ჩვენ ზოგჯერ ისეთი ადამიანი გვიყვარდება რომლებსაც არასდროს შევუყვარდებით თან არცთუ ისე ხშირად გვიმართლებს და ცხოვრება გვბეზრდება.. ხშირად ვტირით რათა ჩვენი წყენა ცრემლს გამოვაყოლოთ.. როდესაც საყვარელი ადამიანი გვიღალატებს, გვაწყენინებს, გვატირებს ჩვენ უბედური გვგონია საკუთარი თავი მაგრამ ყოველთვის გვაქ პატარა ნათელი წერტილი რომელიც გვაძლევს ბედნიერი მომავლის იმედს.. რამდენი არის უბედური რამდენს არ აქვს მომავლის იმედი, რამდენი ცხვორობს გარეთ და უბრალო საკვებზე და დასალევზე ოცნებობს, რამდენია ასეთი ღარიბი რამდენი... ეს ცხოვრება უსამართლოა მაგრამ უნდა შევეგუოთ ამას მხოლოდ შევეგუოთ და ვიცხოვროთ მომავლის იმედით...
Friday, August 13, 2010
Wednesday, August 11, 2010
ჰაიკუები
ჰაიკუები
(1716-1783)
(ორიგინალის ენა–იაპონური)
*
ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!
*
ცივი ქარია.
მწუხრის ზარი
ცაზე მიცურავს.
*
დასავლეთიდან მონაქროლ ქარს
აღმოსავლეთით
მიაქვს გამხმარი ფოთლების გროვა.
*
შემოვიქნიე ნაჯახი და იქვე გავშეშდი:
დამათრობელი არომატი
გავრცელდა ტყეში.
*ღამის სიგრილე.
ფეხქვეშ მეგება თავთხელ წყალში
ჩემივე ჩრდილი.
*
სევდის სუნი აქვს
აყვავილებულ ქლიავის ტოტს
ჩამომჭკნარ ხელში.
*
შენ შეუმჩნევლად
ქრიზანთემის
მონად იქეცი.
ყვავილების მოყვარულს
*
გაშლილი ზღვიდან
სხივებს აფრქვევს მზე გაზაფხულის,
მთებზე კი... მთებზე ალუბლები აყვავებულან.
*
ყვავილობს შალგი.
დასავლეთით მზე იმალება,
აღმოსავლეთით ამოდის მთვარე.
*
ბოლოსკენ მიდის გაზაფხული,
გვიან ალუბლებს
თითქოს ჯერაც ვერ გაუბედავთ აყვავილება.
*
ბატონის მახვილს გამოექცნენ.
როგორ ახარებს ახალგაზრდა წყვილს
ზამთრის ტანსაცმლის მოშორება, მსუბუქით შეცვლა.
*
მაისის თქეში.
ორად-ორი პატარა სახლი
ნაპირმორღვეულ მდინარესთან დარჩა პირისპირ.
*
ფრთების ფათქუნით
სრა-სასახლეს
ტოვებს მერცხალი.
*
ბატების გუნდი მიფრინავს და
ბრინჯის ყანებში ბინდმა მოიცვა
მთვარის დისკო, დაპატარავდა.
*
თავსხმა წვიმაა გაზაფხულის.
თვით უსახელო, შეუმჩნეველი ნაკადული
გახდა საშიში.
*
წავიდნენ დღენი,
გაზაფხულის წავიდნენ დღენი,
როცა გვესმოდა შორეული ბულბულთ გალობა.
*
თბილი წვიმაა გაზაფხულის.
ძლივს, ძლივს დასველდნენ
ციცქნა მეჩეჩზე ნიჟარები გამორიყული.
*
ნელა მიდიან გაზაფხულის
გრძელი დღეები,
ხოლო მე ისევ ვცხოვრობ წარსულში.
*
ერთიმეორის მიყოლებით
ცვივა ფურცლები _
ქრიზანთემამ დაიყვავილა.
*
ბურუსში მოჩანს ბალახი და
მშვიდია წყალი.
მოსაღამოვდა.
*
დღე მიზოზინებს.
ხიდზე ჯდება
ჭრელი ხოხობი.
*
მთვარის მკრთალ შუქზე
სადღაც შორიდან
გლიცინიების მოდის სურნელი.
*
უცნობმა მწერმა
თითქოს თეთრად გადაიფრინა _
ააციმციმა, შეარხია ჰაერის ტალღა.
*
მხოლოდ მწვერვალი ფუძის მთისა
გადარჩენიათ
გაფოთლილ ხეებს დაუმარხავი.
*
ტყე გაიფოთლა.
ყოველი მხრიდან
ჩანჩქერების ისმის ხმაური.
*
სამწუხაროა,
რომ ამ ტაძარს გვერდი ვუქციე _
იქ ხომ ყვავიან ქრიზანთემები.
*
გვერდით რახრახით რომ ჩაუვლის
მძიმე ფორანი,
შეშინებული ცახცახებენ ქრიზანთემები.
*
ბინდში ანთებულ ლამპის შუქზე
ფერი დაკარგეს
ახლახან ყვითლად მოხასხასე ქრიზანთემებმა.
*
გაზაფხულია. წვიმს.
გზად ერთმანეთს
ესაუბრება ქოლგა და მინო.
*
მაკრატელიც კი
ყოყმანობს წამით
ქრიზანთემების ბაღის წინაშე.
ბუსონი.
უსათაურო
უსათაურო
შენ ყოველ კარზე აკაკუნებ
და ზღურბლს ითხოვ ჭრილობებისთვის
შენი ენა არის ლამპა
ტანჯვის ქართა ხსოვნისგან გამოწვდილი
ზოგჯერ
შენი ხელი ეხება მხარს
ჩრდილი რომელიც არ არის შენი დადის
შენს ახლოს.
რაბაჰ ბელამრი.
Saturday, August 7, 2010
გიტარა
გიტარა
იწყება, იწყება:
გიტარა ქვითინებს.
რიჟრაჟის თასები
იმსხვრევა, იმსხვრევა...
ვის ძალუძს შეწყვიტოს
სიმების ის რხევა?!
ამაოდ დაშვრები.
გიტარა იტირებს.
მოთქმას მონოტონურს
წყლის ზარს შეადარებ.
სხვაგვარად არ ითქმის.
ან თითქოს ქვითინად
თოვლიან ველებზე
ქარი ქრის, ქარი ქრის.
შეუძლებელია მისი გაჩუმება _
მშობელი შორეთი ეაბრეშუმება:
სამხრეთი და ცხელი ქვიშა სამხრეთული,
ამაოდ გგონია, ცრემლია დაელია:
ტირის, ენატრება თეთრი კამელია,
მიზანი, რომელსაც ვერ მიწვდა ისარი,
ანდა მკვდარი ჩიტი, რტოზე გარჩენილი.
გიტარა ტირის და, არც სხვები მღერიან:
ხუთი სატევარი გულზე დაჰღერი
ფედერიკო გარსია ლორკა.
იწყება, იწყება:
გიტარა ქვითინებს.
რიჟრაჟის თასები
იმსხვრევა, იმსხვრევა...
ვის ძალუძს შეწყვიტოს
სიმების ის რხევა?!
ამაოდ დაშვრები.
გიტარა იტირებს.
მოთქმას მონოტონურს
წყლის ზარს შეადარებ.
სხვაგვარად არ ითქმის.
ან თითქოს ქვითინად
თოვლიან ველებზე
ქარი ქრის, ქარი ქრის.
შეუძლებელია მისი გაჩუმება _
მშობელი შორეთი ეაბრეშუმება:
სამხრეთი და ცხელი ქვიშა სამხრეთული,
ამაოდ გგონია, ცრემლია დაელია:
ტირის, ენატრება თეთრი კამელია,
მიზანი, რომელსაც ვერ მიწვდა ისარი,
ანდა მკვდარი ჩიტი, რტოზე გარჩენილი.
გიტარა ტირის და, არც სხვები მღერიან:
ხუთი სატევარი გულზე დაჰღერი
ფედერიკო გარსია ლორკა.
Subscribe to:
Comments (Atom)











